სიახლეები


DUTCH DESIGN GARDEN - ახალი სეზონი

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


D«Dutch Design Garden» ახალი სეზონი

პირველ მაისს, თბილისში  შედგა ჰოლანდიური  კომპანიის «Dutch Design Garden» ახალი სეზონის გახსნა. კომპანიის დამფუძნებელია ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი მარტინ ველტკამპი. იგი, დადიანების სახლის  რეკონსტრუქციის განხორციელების მიზნით იქნა მოწვეული საქართველოში.
გარდა ამისა, ქალაქის მერიის დაკვეთით, კომპანია იმუშავებს დასვენების პარკის დიზაინზე, რომელიც  რიყის მოედნის ტერიტორიაზე გაიხსნება თბილისში.
საქართველოში, ჰოლანდიური კომპანია «Dutch Design Garden»  2008 წელს დაფუძნდა. იგი წყალმედეგ ფურნიტურას აწარმოებს და საბაღე დიზაინითაა დაკავებული. 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში  მნიშვნელოვანი ინვესტიციები  განახორციელა და სამომავლოდაც გეგმავს განაგრძოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით.
კომპანია სთავაზობს მომხმარებელს 4000 სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ხე-მცენარეს და საუკეთესო ექსკლუზიურ საბაღე ავეჯს, რომელიც დიზაინერ მარტინ ველტკამპის უშუალო ხელმძღვანელობით იქმნება.
პრეზენტაციას დაესწრნენ ქალაქის მერი, მერიის წარმომადგენლები, ქართველი ბიზნესმენები და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები. 


2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.