სიახლეები
სილამაზე გადაარჩენს სამყაროს!
კომპანია «Herbovital2» დაფუძნებულია 1984 წელს. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ქ. ბოლონიაში (იტალია). 1991 წელს რუსეთში ქ.მოსკოვში შეიქმნა რეგიონალური წარმომადგენლობა, ხოლო 1999 წელს ანალოგიური წარმომადგენლობა გაიხსნა ქ. კიევში, უკრაინაში. ამ პერიოდში საინტერიერო ნაწარმის ბაზარზე მიღებულ იქნა დიდი სამუშაო გამოცდილება და დამყარდა ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ამ სეგმენტში მომუშავე უამრავ წამყვან კომპანიასთან.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები - პროფესიონალები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს ინტერიერულ რეალობას ქმნიან, მათი ნამუშევრები შესაბამისი ინტენსივობით შუქდება ჟურნალ "სტილში".
ქალბატონმა ელენემ (იგი მუშაობის დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, რომელმაც სწავლება გაიარა იტალიის პარტნიორ საწარმოებში), დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კომპანიის საქმიანობა, მის მიერ წარმოებული პროდუქციის სტილური მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი, აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენლობის მოღვაწეობა ატარებს განსაკუთრებულად არაკომერციულ საქმიანობას:
- "უპირველეს და ძირითად ჩვენ ამოცანად ითვლება ინტერიერების შექმნის სფეროში მომუშავე სპეციალისტების საინფორმაციო შიმშილის დაკმაყოფილება. ხშირად ხდება, რომ მწარმოებელსა და საბოლოო მყიდველს შორის არსებულ ჯაჭვში შეიძლება იყოს ოთხი-ხუთი შუალედური რგოლი, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია მიაწოდოს ამ პროდუქციასთან მომუშავე სპეციალისტს ის ღირებული ინფორმაცია (ხშირად ეს არის ბანალური კატალოგები და ნიმუშები), რომელიც აუცილებელია კარგი ინტერიერის შექმნისათვის"....
.... " ჩვენ განწყობილნი ვართ გრძელვადიან, პარტნიორულ ურთიერთობებზე ყველასთან, ვინც ხელმძღვანელობს და ცხოვრობს პრინციპით “ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს! ”. - პრეზენტაცია საინტერესოდ შედგა. იგი, კომპანიის წარმომადგენლებსა და მიწვეულ დიზაინერებს შორის საქმიანი დიალოგის რეჟიმში წარიმართა - წარმოჩენილმა პროდუქციამ დამსწრეთა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ყოველივე კი სასიამოვნო ფურშეტით დაგვირგვინდა.