სიახლეები


წიგნის - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები"- პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


2009 წლის 25 დეკემბერს, 18:00, თბილისში. წიგნის მაღაზიაში "პარნასი" პუშკინის ქ. 10,  გაიმართა წიგნის - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები"- პრეზენტაცია
ავტორი: ნინო ლაღიძე

პროექტის ორგანიზატორები:  ჟურნალი "სტილი", "არქიტექტორთა კლუბი"
ფოტოუზრუნველყოფა:  Photolife Studio

ჟურნალმა "სტილი" (არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი) და "არქიტექტორთა კლუბმა" წარმოგიდგინა ერთობლივ პროექტი - წიგნი, სახელწოდებით
"საქართველოს არქიტექტურა და თანამედროვე ქართველი არქიტექტორები" (ქართულ-ინგლისურ ენებზე).
ნიშანდობლივია, ის, რომ, ამგვარი პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა. გამოცემა გათვალისწინებულია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე  მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.
400 გვერდიანი გამოცემა, მისი ყდა საინტერესო დიზაინით გამოირჩევა.
წიგნის შესავალი ნაწილი ეძღვნება საქართველოს არქიტექტურის განვითარების ისტორიის ზოგად მიმოხილვას; საქართველოს ისტორიულ-არქიტექტურული პროცესში არსებულ  ცალკეულ ძირეულ მომენტებს და გარდამავალ ეტაპებს, რომლებსაც ეპოქალური, ან კერძო, ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია.
წიგნის მეორე, ძირითად ნაწილში ვრცლადაა წარმოჩენილი საქართველოს თანამედროვე არქიტექტურის ფრაგმენტები - საინტერესო პროექტები, რეალიზებული შენობები, ახალი ინტერიერული სივრცეები, რაც, ამ ეტაპზე, წიგნის მონაწილე სხვადასხვა თაობის, ორმოცდაათი ქართველი პროფესიონალის -  არქიტექტორის თუ დიზაინერის შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგია. 
  წიგნის - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები" - გამოცემა, პროექტის პირველი ეტაპია. სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს, იგი, კვლავ საინტერესოდ განვავრცოდ, მითუმეტეს, რომ ინტერესი პროფესიონალების მხრიდან  უკვე მზარდია.
ჟურნალი "სტილის" და "არქიტექტორთა კლუბის" სახელით,  დიდ მადლობას
ვუხდით გამოცემის მონაწილე ყველა პროფესიონალს, ჩვენს
პარტნიორებს - კომპანიებს - "კაპაროლ ჯორჯიას", "კნაუფს", "ინსტას", "ჰერ-
ბოვიტალ 2"-ს, რადგან, სწორედ მათი ძალისხმევით შედგა პროექტი - "საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები".

პროექტის  შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობად
დაგვიკავშირდით მისამართზე:
პეკინის ქ. 33, ტელ./ფაქსი: +995 32 37 26 34.
მობ:  +995 93 42 74 73
E-mail: nino@style-magazine.com.ge
www. style-magazine.com.ge

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.