სიახლეები


ვორკშოპი იტალიაში

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


2009 წელს, საერთაშორისო კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2009" ლაურეატები და საუკეთესო ნომინანტები, წინა წლებში ჩატარებულ კონკურსების გამარჯვებულებისგან განსხვავებით, კონკურსის სპონსორების, მხარდამჭერების და "არქიტექტორთა კლუბის" პარტნიორი კომპანიების მხრიდან  განსაკუთრებული და არაორდინალური საჩუქრებით თუ პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის თავისი დატვირთვით და პრეზენტაბელურობით გამოირჩეოდა იტალიური კომპანიის "ჰერბოვიტალ 2 -ს წარმომადგენლობა თბილისში” პრიზი - მიწვევა იტალიაში სპეციალურ ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად.
ვორკშოპი იტალიაში 7 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანიის "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა თბილისში" მიერ წელს პირველად შედგა მთლიანად ქართველი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის ჩასმა სპეციალურ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა თბილისში” ეგიდით გაერთიანებული საქვეყნოდ ცნობილი, იტალიური ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქციის გაცნობას, შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენ ებას.

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.