სიახლეები


ვორკშოპი იტალიაში **

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


    12 ქართველი არქიტექტორით დაკომპლექტებული ჯგუფი, პრაღის გავლით ( რომლის დათვალიერებაც მოვასწარით), ავღმოჩნდით ვენეციაში, სადაც დაგვხვდნენ კომპანიის "ჰერბოვიტალ 2-ის წარმომადგენლობა თბილისში” წარმომადგენლები, ორი მიკროავტობუსით და აქედან დაიწყო უზომოდ საინტერესო, ყოველმხრივ სასიამოვნოდ დატვირთული, დაუვიწყარი ვოიაჟი იტალიში. მოვინახულეთ და საფუძვლიანად შევისწავლეთ იტალიური კომპანიების "ჯაკუზი"-ს, "ანტონიო ლუპი"-ს, "ჯესის" ულამაზესი ქარხნები ( საშუალება მოგვეცა სრულად გვენახა ამ ფირმების პროდუქციის დამზადება-სრულყოფის პროცესები)  და შოურუმები (სადაც გამოფენილია უზადო,  უნატიფესი დიზაინით შესრულებული ნაკეთობები და აქსესუარები) გვქონდა შეხვედრები და პროფესიული საუბრები მათ იტალიურ წარმომადგენლობებთან. პარალელურად, მასპინძლების ინიციატივით მოვინახულეთ ვენეცია, ფლორენცია, მილანი,  ლაგო მაჯორე (მაჯორეს ტბა), ლაგო დი ორტა (ორტას ტბა) და უამრავი პატარა იტალიური ქალაქები თუ სოფლები.
აღსანიშნავია ის, რომ მილანში საშუალება მოგვეცა გვენახა,  კომპანია "სიჩისის" განახლებული ფეშენ შოურუმი.

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.