სიახლეები


საერთაშორისო ვორკშოპი - ხელოვნების დარგების ეფემერული კავშირი

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


ყოველივე ეფემერულია, რადგანაც მიყვება ცხოვრების ცვალებად დინებას. შენობები, ქანდაკებები, ნახატები, მუსიკა, თეატრი, კინო... თანამედროვე ხელოვნების დარგებს შორის არსებული კავშირიც ეფემერულია, იგი გამოიხატება მასალების ტრანსფორმაციაში, მათ წარმოშობასა და გამოყენების ხერხებში, სიცოცხლის, სიკვდილის და გარდასახვის პროცესებში... ეს ეფემერულობა შეიძლება მდგრადი განვითარების ახალ ექსპერიმენტულ პარადიგმადაც იქცეს.
ხელოვნების დარგების კავშირი:
კავშირი ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის მჭიდრო კავშირშია კულტურათა დიალოგთან.
ხელოვნების დარგების ხისტ კატეგორიებად დაყოფის ნაცვლად, ჩვენ ვცდილობთ ხელოვნების და სხვადასხვა კულტურული სფეროების / შრეების სიმდიდრის განხილვას ერთობლიობაში.
სიცილიაში
კაპიტალისტური სამყაროს გრავიტაციის ცენტრად აშშ იქცა; ამ მოდელმა ევროპა ერთ-ერთ რიგით რეგიონად, ხოლო ხმელთაშუა ზღვისპირეთი ერთგვარ მაკავშირებელ რგოლად აქცია. კრიზისი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, არა მხოლოდ ეკონომიკის, სოციალურ თუ სამრეწველო სფეროებს ეხება - ეს კულტურული სისტემის კრიზისია. ჩვენი მიზანია წინ აღვუდგეთ ტურბო-კაპიტალიზმის სიგიჟეს, რომელმაც დაბადა „ინკუბატორის“ სტილის არქტექტურა. სამხრეთი - სიცილია - ახალი მაცოცხლებელი ენერგიის კერად უნდა იქცეს.
ბოლო 50 წლის მანძილზე სიცილია ცდილობდა ახალი თანამედროვე ხელოვნების ჩამოყალიბებას. ამ მცდელობების შედეგი - 160-ზე მეტი დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუში - დღემდე ამშვენებს კუნძულს. ყოველი მათგანი კოლექტიური მეხსიერების ნაყოფია, რომელიც ელის ახალ განსაზღვრებას და ფუნქციურ დატვირთვას სიცილიურ ლანდშაფტში.
მიზანი: შემოქმედებითი განვითარების ახალი მოდელის შემუშავება. ამ მოდელის ხორცშესხმა ინსტალაცია „Incompiuto Siciliano“ („დაუსრულებელი სიცილიელი“???). მონაწილეები ერთად შეარჩევენ მასალებს, ტექნოლოგიებს და მშენებლობის ხერხებს. საერთაშორისო ვორქშოპის 30-ვე მონაწილე თანაბარ წვლილს შეიტანს ამ ერთი ინსტალაციის შექმნაში.
ვორქშოპი გაიმართება CASA 4-ის სამშენებლო მოედანზე.
ორგანიზატორები: ELISAVA, Escola Superior de Disseny & Stardust (ბარსელონა, ესპანეთი)
მხარდამჭერები: ქ. მარსალას მუნიციპალიტეტი, WaterMill Center (დამფუძნებელი: რობერტ უილსონი; ნიუ-იორკი, აშშ)
პარტნიორები: Mag Lab და არაბეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი (დამასკო, სირია), აბადირის ხელოვნების აკადემია (კატანია, იტალია)
სპონსორი: ჟურნალი “EBDAAT” (დამასკო, სირია)

ჩატარების თარიღები: 9-20 სექტემბერი, 2010 წ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2010 წ.
სარეგისტრაციო შენატანი: 600 დოლარი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ : ephemeralartsconnection.wordpress.com

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.