სიახლეები


ყურადღება სიახლე!

გამოქვეყნებულია: 2021-06-22



კონკურსი - ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გულიას მოედნის განვითარების ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს ღია კონკურსის გზით კონცეფციის დონეზე საპროექტო ტერიტორიის (იხ. სქემა #1) სივრცით-მოცულობითი და  სატრანსპორტო განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს საპროექტო ტერიტორიის სივრცით-გეგმარებითი მოწყობის საუკეთესო კონცეფცია, რაც საფუძვლად დაედება შემდგომ ეტაპზე განაშენიანების რეგულირების გეგმის ან გეგმების დამუშავებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა;

კონკურსის არეალია ქ. თბილისი, გულიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

სატრანსპორტო გადაწყვეტებისათვის საპროექტო არეალს განსაზღვრავს კონკურსის მონაწილე. რეკომენდირებულია არეალი მოიცავდეს: ბაგრატიონის, დოდაშვილის, გულიას მოედნებს და გორგასლის ქუჩის სანაპიროსთან განშტოებამდე ტერიტორიას (იხ. სქემა #3).

საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს საზოგადოებრივ–საქმიან ზონას.

მოედნის მოცულობით–sი სივრცითი გადაწყვეტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
  ა)  მოედნის სამხრეთ-დასავლეთით  მდებარე 50-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლის შესაძლო შენარჩუნება;
ბ) მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიმიტრი გულიას და ვახტანგ გორგასლის მაგისტრალს შორის მდებარე, მოედნის მრავალსართულიანი  საზოგადოებრივი ნაგებობის  დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია;
    გ)  არსებული მიწისქვეშა სივრცის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

მდ. წავკისისწყლის ხევის შესაძლო აღდგენის  შემთხვევაში მოედნის მოცულობით-სივრცითმა და გეგმარებითმა გადაწყვეტამ ხელი არ უნდა შეუშალოს მასთან ორგანულ  რეკრეაციულ  კავშირს. 
 
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს და უზრუნველყოფდეს მოედნის ძველი და ახალი სილუეტების ორგანულ ერთიანობას შემდეგი ხედვის წერტილებიდან (იხ. დანართი 4):

ა) თაბორის მთის დასავლეთ ფერდის მაღალი ნიშნულებიდან (ფოტო #1);
ბ) გულიას მოედნის შიდა სივრციდან (ფოტო #2);
გ) დოდაშვილის მოედნიდან (ფოტო #3);
დ) დოლაბაურის ქუჩის და მიმდებარე განაშენიანების ფლატედან (ფოტო #4).

სასურველია, გულიას მოედნის სატრანსპორტო კვანძის დაგეგმვა ისე, რომ მაქსიმალურად მოხდეს არსებული სატრანსპორტო მოედნის განტვირთვა ტრანზიტული ნაკადებისგან. სატრანსპორტო გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სავალდებულო გათვალისწინებულ იქნეს თბილისი - რუსთავის საპროექტო გზის კონფიგურაცია საკონკურსო ტერიტორიის "სატრანსპორტო გადაწყვეტილების საპროექტო არიალის" საზღვრებში.

საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური საინჟინრო ქსელების მიმართ გათვალისწინებულ იქნას გასხვისების ზონები.

გზისა და განაშენიანების სტრუქტურის დაგეგმარებისას გათვალისწინებულ იქნას ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრები და საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნას მათი  კორექტირება.



ღონისძიება დედლაინი
1 განაცხადების მიღება-რეგისტრაცია კონკურსის გამოცხადების დღიდან 2011 წლის 21 თებერვლის ჩათვლით
2 განაცხადების განხილვა განაცხადების მიღება-რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს ორი თვის განმავლობაში
3 კონკურსის შედეგების გამოცხადება განაცხადების მიღება-რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს ორი თვის განმავლობაში
4 დაჯილდოვება განაცხადების მიღება-რეგისტრაციის დასრულებიდან არა უგვიანეს ორი თვის განმავლობაში


დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ შესაძლებელია იხილოთ სამსახურის ვებ. გვერდზე architect.tbilisi.gov.ge.


2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.