სიახლეები


ღია კონკურსი მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის / მონუმენტის პროექტზე

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


კონკურსის მიზანია გამოვლინდეს პროექტი, რომლის საფუძველზე შექმნილი სკულპტურა/მონუმენტი ყველაზე უკეთ ჩაეწერება არსებული განაშენიანების ფარგლებში, უზრუნველყოფს უბნის ისტორიული სახის შენარჩუნებას და მოედნის მხატვრულ-ესთეტიკურ განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. კონკურსის თემატიკა თავისუფალია.
მონაწილეები თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდის www.architect.tbilisi.gov.ge მეშვეობით მიიღებენ კონკურსის წესსა და პირობებს და მარჯანიშვილის მოედნის სიტუაციურ გეგმას.
განაცხადის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კანცელარიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7), ან სამსახურის ვებ. გვერდის www.architect.tbilisi.gov.ge მეშვეობით.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომელთაგან I  ადგილის მფლობელს გადაეცემა 10 000 ლარი, ხოლო II-III ადგილების მფლობელებს 5000-5000 ლარი.



Dec 23, 2011


2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.