სიახლეები


ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნომინაცია წლის საუკეთესო ესსე, რომელიც  განკუთვნილია მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.

კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ნებისმიერ თემატიკაზე - შექმნილი/გამოცემული საავტორო ნაწარმოები.

კონკურსანტს შეუძლია თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები. ნაწარმოების გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

პროზის, პოეზიისა და ესსეს ქართულენოვანი ვერსია მიიღება ელექტრონული ან ბეჭდური სახით, ხოლო სიმღერის, ფერწერის, ქანდაკების, ფოტოს, არქიტექტურული ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია გამოხატვის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით. (MP3, CD, JPEG, PDF ვერსია)

კონკურსანტი პირად ელექტრონულ მისამართზე ადმინისტრაციისგან მიიღებს შეტყობინებას  - მასალების სრულყოფილად მიღების ან ხარვეზების გასწორების მოთხოვნის შესახებ.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ვადაა: 24.05.2016-30.07.2016

სამუშაო დღეებში განაცხადები მიიღება: 10:00-დან - 17:00-მდე.

საკონკურსო ნაწარმოები, სააპლიკაციო ფორმა და კონკურსთან დაკავშირებული კითხვარებიგამოაგზავნეთ ერთ წერილად: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge

საკონტაქტო პირი: ნატო აბრამაშვილი; ტელ: 555-459-643

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.