შპს „ნეოგაზი“ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ბუნებრივი აირის რეალიზაციას მის მფლობელობაში არსებული 18 სტაციონარული და 12 მოძრავი ავტო გაზგასამართი სადგურის საშუალებით. ის დღეის მდგომარეობით ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
ამ ეტაპზე, კომპანიას დაგეგმილი აქვს ზესტაფონის რაიონში, სოფელ არგვეთაში მდებარე ავტო გაზგასამართი სადგურის სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული სადგურის ესკიზური პროექტის შერჩევის და სამომავლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით კომპანია აცხადებს კონკურსს. ესკიზური პროექტის კონკურსში გამოვლენილი ორი საუკეთესო ნამუშევრისთვის კომპანია აწესებს ფულად პრემიას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კვალიფიციური არქიტექტორებს ასევე არტქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს.