სიახლეები
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"

კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ნებისმიერ თემატიკაზე - შექმნილი/გამოცემული საავტორო ნაწარმოები.
კონკურსანტს შეუძლია თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს რომელიმე ენიდან თარგმნილი ნაწარმოები. ნაწარმოების გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
პროზის, პოეზიისა და ესსეს ქართულენოვანი ვერსია მიიღება ელექტრონული ან ბეჭდური სახით, ხოლო სიმღერის, ფერწერის, ქანდაკების, ფოტოს, არქიტექტურული ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია გამოხატვის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით. (MP3, CD, JPEG, PDF ვერსია)
კონკურსანტი პირად ელექტრონულ მისამართზე ადმინისტრაციისგან მიიღებს შეტყობინებას - მასალების სრულყოფილად მიღების ან ხარვეზების გასწორების მოთხოვნის შესახებ.
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ვადაა: 24.05.2016-30.07.2016
სამუშაო დღეებში განაცხადები მიიღება: 10:00-დან - 17:00-მდე.
საკონკურსო ნაწარმოები, სააპლიკაციო ფორმა და კონკურსთან დაკავშირებული კითხვარებიგამოაგზავნეთ ერთ წერილად: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge
საკონტაქტო პირი: ნატო აბრამაშვილი; ტელ: 555-459-643