სიახლეები


არქიტექტორ - მოთხილამურეთა 32-ე შეხვედრა – სემინარი SKIA-2009

გამოქვეყნებულია: 2021-06-22


არქიტექტორ- მოთხილამურეთა 32-ე შეხვედრა – სემინარი SKIA-2009
2009 წლის 24-დან 28 თებერვლამდე ბაკურიანმა არქიტექტორ მოთხილამურეთა 32-ე შეხვედრა – სემინარს უმასპინძლა. ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზის ფონზე, არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის სფროში შექმნილი სირთულეების ირგვლივ დისკუსიების წარმართვას და მასში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების და ინტელიგენციის წარმომადგენლების ჩართვას. ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში არქიტექტორის პროფესიის სოციალური როლის წარმოჩენას და დამკვიდრებას.
შეხვედრა – სემინარი მიეძღვნა მოთხილამურე არქიტექტორთა საკავშირო კლუბის პირველ პრეზიდენტს  ალიკა ჯაფარიძის ხსოვნას.ეს სიცოცხლით, იუმორით და  შემოქმედებითი  იმპულსებით სავსე ადამიანი  იყო ერთ-ერთი მოთავე საერთაშორისო კლუბ SKIA-ს დაარსებისა 1977 წელს.
არქიტექტორთა ტრადიციული შეკრების თანმდევი იყო სამთომოთხილამრეთა შეჯიბრი გიგანტურ სლალომში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გაიმართა. სულ შეჯიბრში 49 მონაწილე გამოვიდა.
საეთოდ, მოთხილამურე არქიტექტორთა შეკრება, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა  სპორტული და შემოქმედებითი სულისკვეთების სიმბიოზით, მიმზიდველობით და ესთეტიური მშვენიერებით. ამ შეხვედრაზე  ერთმანეთს ორგანულად ერწყმოდა არქიტექტორთა შემოქმედებითი სული და სპორტული აზარტი. ძალზე მომხიბლავი იყო ის კეთილგანწყობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, რომელიც ამ შეკრებაზე სუფევდა.

2021-12-21 03:51:13
გამოცხადებულია შესყიდვების მისიაში მონაწილეობისთვის დოკუმენტების მიღება, რომელიც 22-25 ოქტომბერს იქნება ორგანიზებული!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს შემსყიდველთა განაცხადების მიღებას შესყიდვულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 22-25 ოქტომბერს.

2021-06-22 03:12:43
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ''თბილისი"
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2021-06-22 03:12:43
Воркшоп на русском языке для архитекторов
С 1 по 5 декабря в Милане, столице дизайна, пройдет десятый воркшоп на русском языке для архитекторов, посвященный эволюции общественного интерьера сферы досуга “HoReCa Design - Hotel Restaurant Cafè”, при POLI.design – консорциуме Politecnico di Milano.